4 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენცია SoftMaster Trade World გაიმართა. SoftMaster Trade კავკასიის რეგიონის ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჰორეკა მიმართულებას სთავაზობს წამყვან და კრეატიულ გადაწყვეტილებებს მათი საოპერაციო გარემოს მეტი ეფექტურობისთვის. SoftMaster Trade გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქციის ფართო არჩევანით, მრავალწლიანი გამოცდილებით, თანამედროვე მიდგომებით, მინიმალური ბიუროკრატიით, მაღალი პასუხისმგებლობით და უდაოდ სანდო, საიმედო გუნდით.
კონფერენციაზე წარმოდგენილები იყვნენ ჰორეკა სეგმენტის სხვადასხვა მიმართულების პროვაიდერი კომპანიები, როგორიცაა HRS, Toshiba, Canon, Arealy, Poster და ა.შ. სასტუმრო სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, საშუალება ჰქონდა, პროგრამული სიმულაციების თანხლებით, რეალურ დროში ენახა, როგორ მუშაობს ესა თუ ის სასტუმროს მართვის პროგრამა, როგორ ინტეგრირდება რესტორნისა და საწყობის მოდულებთან, საკეტების სისტემებთან და ა.შ. კონფერენციაზე გამოყოფილი იყო სპეციალური B2B სივრცე, რომელიც მსრუველებს საშუალებას აძლევდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილზევე შეეთავაზებინათ მათი გადაწყვეტილებები და დაეინტერესებინათ პოტენციური მომხმარებელი.
HSC Group მადლობას უხდის SoftMaster Trade - ს ეფექტური და სანდო თანამშრომლობისთვის!