ჩვენ შესახებ
მთავარი ჩვენ შესახებ

HSC Group 2016 წლიდან სასტუმრო ბიზნესს უწევს პროფესიონალურ საკონსულტაციო მომსახურებას პროექტის მენეჯმენტის, სასტუმროს გახსნისა და მის შემდგომში მართვის სრული სპექტრით.

ჩვენი მიზანია, კომპანიებს შევთავაზოთ კონკრეტულად მათზე, ინდივიდუალურად მორგებული საკონსულტაციო და მართვის სერვისი, რომელიც გამორიცხავს პროექტის ეტაპიდან გახსნამდე ოპერაციულ ხარვეზებს და მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს ობიექტის გახსნისთვის სრულად მომზადებას და შემდგომ მის ეფექტურ მართვას.

კომპანიის გუნდი აერთიანებს სტუმართმასპინძლობის სფეროში გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ როგორც საერთაშორისო 5 ვარსკვლავიან ბრენდებში, ასევე მაღალი დონის ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში.