სიახლეები
მთავარი სიახლეები
HSC Group პროექტს ,,შატო მეფისქალაქს" საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს
 25.10.2022

HSC Group სასტუმრო კომპლექს ,,შატო მეფისქალაქს" საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. კონცეფტუალური პროექტი თბილისიდან 40 წუთის სავალზე, კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქში მდეობარეობს. სასტუმროს 25 მაღალ სტანდარტებზე მოწყობილი სხვადასხვა კატეგორიის ნომერი ექნება. შენობის ბოლო სართულზე კი 2 დიდი ზომის აპარტამენტის სტილის სივრცეები, რომლებიც ხანგრძლივ და საოჯახო დასვენებაზე იქნება გათვლილი. კომპლექსში გაერთიანებული იქნება 25 ოთახი, ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა, ავთენტური რესტორანი, მარანი და ცალკე მდგომი საბანკეტო ინფრასტრუქტურა, რომელსაც 300 კაცამდე მასპინძლობის შესაძლებლობა ექნება. საბანკეტო რესტორნის გადახურვაზე მოეწყობა მწვანე ტერასა, რომელიც იდეალური იქნება ქორწილებისა და სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების დეკორაციებისა და მიღებებისთვის.

ობიექტის გახსნა 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება.