სიახლეები
მთავარი სიახლეები
გაძვირდება თუ არა წელს აჭარაში დასვენება? - ტურისტული სეზონის მოლოდინები - გიორგი დოლიძე
 01.05.2023

2023 წლის, I კვარტალი აჭარაში, საერთაშორისო მოგზაურების მზარდი დინამიკა ფიქსირდება. არსებული სტატისტიკით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები ასე გამოიყურება:ბათუმის აეროპორტი: 2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 53% (32 306 ვიზიტი), ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +17.1%.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე, 3-4 ივნისს გაიხსნება. რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ამ ჩამონათვალშია გოდერძის და გომარდულის საბაგიროების დამატება; ღომას მთასა და გულების ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ქედაში - ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების და ხიდების მოწყობა; და შუახევში საპიკნიკე სივრცეების მოწყობა.

რა ფასებს უნდა ელოდოს ქართველი დამსვენებელი წელს აჭარაში?

სტუმარი: გიორგი დოლიძე - სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი

წყარო: BM.GE

ვიდეო იხილეთ აქ

https://youtu.be/dyxAYBMnaNw