სიახლეები
მთავარი სიახლეები
“გასტრომანია” - ახალი ქართულ-ევროპული რესტორანი Glarros OldTown – ისგან!
 13.06.2023

ახლად გახსნილი სასტუმრო Glarros OldTown - ი, რომელიც მდებარეობას დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, კალოუბანში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე, თბილისის გასტრონომიულ რუკაზე, სრულიად ახალი რესტორნით - „Gastromania“ წარსდგება.

ქართული და ევროპული კულინარიული ტრადიციებით შთაგონებული რესტორანი “გასტრომანია“, სცილდება ტრადიციული გასტრონომიული  გამოცდილების საზღვრებს და სტუმრებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს, სადაც თითოეული კერძი, კულინარიული გუნდის ოსტატობის შესახებ ყვება. 

“გასტრომანიაში” მოსულ სტუმრებს, დაუვიწყარ არომატებსა და გამორჩეულ სერვისთან ერთად, კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვეობის სინთეზით შექმნილი ინტერიერი ხვდებათ. რესტორნის ცენტრალურ ადგილს შუშის ატრიუმი იკავებს, რომელიც სივრცეს სინათლით ავსებს და გარემოს მომხიბვლელ ატმოსფეროდ გარდაქმნის.

Glarros OldTown - ი არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც სტუმრებს სთავაზობს პრემიუმ ხაზის იტალიური Elektra Belle Epoque - ის ყავის აპარატით დამზადებულ უნიკალურ ყავას. ეთიოპიის, ბრაზილიისა და ინდოეთის ყავის პლანტაციებიდან საგულდაგულოდ შეგროვებული Trismoka - ს ყავის მარცვლები, "გასტრომანიაში" იყრის თავს, სადაც ბარისტების ოსტატობით, ქალაქში საუკეთესო ყავა მზადდება.

Glarros OldTown  - ის გახსნასა და მის მართვას ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality ახორციელებს. მენეჯმენტ კომპანიის დირექტორის, გიორგი დოლიძის განცხადებით, “გასტრომანია” მხოლოდ დასაწყისია იმ საინტერესო პროექტების, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფეროს გაფართოებასა და განვითარებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, სასტუმრო კიდევ უფრო დიდ სიახლეებს გვიმზადებს.