სიახლეები
მთავარი სიახლეები
HSC Group FIABCI - ს წევრი გახდა
 01.11.2023

 

HSC Group FIABCI - ს წევრი გახდა!

ქართულ-შვეიცარული მენეჯმენტ კომპანია HSC Group 2016 წლიდან სასტუმრო ბიზნესს უწევს პროფესიონალურ საკონსულტაციო და მენეჯმენტ მომსახურებას პროექტის მართვის, სასტუმროს გახსნისა და მის შემდგომში მენეჯმენტის სრული სპექტრით. 

"ჩვენი მიზანია, კომპანიებს შევთავაზოთ კონკრეტულად მათზე, ინდივიდუალურად მორგებული საკონსულტაციო და მართვის სერვისი, რომელიც გამორიცხავს პროექტის ეტაპიდან გახსნამდე ოპერაციულ ხარვეზებს და მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ბრენდის შემოყვანას, ამასთანავე, უზრუნველყოფს ობიექტის გახსნისთვის სრულად მომზადებას და შემდგომ მის ეფექტურ მართვას." 

კომპანიის გუნდი აერთიანებს სტუმართმასპინძლობის სფეროში გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ როგორც საერთაშორისო 5 ვარსკვლავიან ბრენდებში, ასევე მაღალი დონის ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში. 

კომპანია თანამშრომლობს წამყვან არქიტექტორულ და საინჟინრო კომუნიკაციების პროვაიდერ ორგანიზაციებთან, რის მეშვეობითაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, დაიწყონ სასტუმროს პროექტები ერთი ქოლგის პრინციპით უმოკლეს დროსა და ეფექტური გადაწყვეტილებებით. ამასთანავე, HSC Group - ს აწარმოებს პროექტში სხვადასხვა საერთაშორისო სასტუმროს ბრენდების შერჩევის, შემოყვანის, საფრანჩიზო შეთანხმებების მიღწევის და მათი შემდგომში მართვის პროცესებს. 

კომპანიის პორტფელი აერთიანებს ქვეყნის 10 ლოკაციას 17 მაღალი კლასის პროექტით, 2372 ოთახით და საშალოდ 800 დასაქმებულით. 

HSC Group - მა 2021 წელს გააფორმა პარტნიორობის მემორანდუმი შვეიცარულ მენეჯმენტ კომპანია - DEVPORT GmbH - თან, რის შემდეგაც ინვესტორებს სთავაზობს საერთაშორისო დონის სხვადასხვა მომსახურებებს. 

წყარო: https://www.facebook.com/fiabcigeorgia