სიახლეები
მთავარი სიახლეები
როგორი იყო 2023 წელი სასტუმრო სექტორისთვის? - გიორგი დოლიძე
 18.12.2023

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 8.6%-ით შემცირდა. 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით ნაკლებია. 

როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ნოემბერში, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი კიდევ უფრო მეტით - 13.2%-ით ნაკლებია. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 21.5%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (42.9%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-23.7%). 

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 143, 4-ვარსკვლავის -221, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების შემთხვევაში ფასი 117 ლარი იყო. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი 386 ლარია. 

კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 553 ლარი, თბილისში - 541, გურიაში - 358, ხოლო აჭარაში - 299 ლარით განისაზღვრა. 

ამასთან წლის I-III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებზე გაწეულმა ხარჯებმა 4.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი დანახარჯების 39.7%-ს შეადგენს. როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განთავსების საშუალებების წილი მთლიან დანახარჯებში 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვამ 823.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტლის მაჩვენებელს 10.2%-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ რიცხვს, 2023 წლის I-III კვარტალში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასტუმრო სექტორში ბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა. 

2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში 14,315 ადამიანს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. 

როგორი იყო 2023 წელი ჰორეკა სექტორისთვის? 

სტუმარი: გიორგი დოლიძე - სასტუმრო ბიზნესის კონსულტანტი;

წყარო: https://bm.ge/news/rogori-iyo-2023-tseli-sastumro-seqtoristvis

ვიდეო: https://youtu.be/QGFpQ2OYsJM