სიახლეები
მთავარი სიახლეები
Glossy ის ინტერვიუ - გიორგი დოლიძე
 20.01.2024

მოგვიყევით, რამდენად წარმატებულად მუშაობს სასტუმრო მას შემდეგ, რაც გაიხსნა და რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ სტუმარმასნპინძლობის სექტორში? რა სიტყვას იტყვის Glarros OldTown Tbilisi სექტორში?

სასტუმრომ გახსნისთანავე დადო ძალიან კარგი შედეგები, როგორიცაა 75% იანი საშუალო დატვირთულობა გახსნის წელსვე. „Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ არასრული ფასეულობების ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში.

ლატუნის სპირალური კიბე და უწყვეტი მოზაიკა, რომლის თითოეული ელემენტი გამორჩეულია და ასახავს ძველი თბილისის ისტორიულ მემკვიდერობას, გულგრილს არავის ტოვებს. აღნიშნული დეტალების ერთობლიობა გამოხატავს იმ მთავარ ღირებულებებს, რომლებზეც დგას სასტუმრო Glarros OldTown - ის კონცეფცია.

სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

Glarros OldTown - ში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახის, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების ვიზუალები, როგორიცაა ARTE Le Corbusier Dots და ა.შ. თითოეულ სართულზე სტუმრის ოთახებს, ინდივიდუალური ხასიათი აქვს, რასაც პროექტის დიზაინერების მიერ ფერების ოსტატურად შერწყმა განაპირობებს.

მიუხედავად იმის, რომ სასტუმრო არ ატარებს საერთაშორისო ბრენდის რომელიმე სახელს, ჩვენი მიზანია, ლოკალურად შევქმნათ ის ყველა ფასეულობა და სტანდარტი, რაც სტუმარს თავს სწორედ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში აგრძნობინებს.
განსაკუთრბეული ლოკაცია, დატრენინგებული სტაფი, შესაბამისი სტანდარტები, კონცეფცია, კომფორტი, დიზანი - ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ ფასეულობათა ჯაჭვს, რაც სტუმარს სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სტუმარმასპინძლობის სფეროში გვსურს Glarros - მა დაიმკვიდროს საერთაშორისო დონის 5 ვარსკვლავიანი სერვისის სახელი და ამასთანავე, სტუმრებს შესთავაზოს ლოკალური გამოცდილება, ავთენტურობა და არაფრით ჩამოუვარდებოდეს სხვა ბრენდულ სასტუმროებს.

სამომავლოდ, Glarros - ის ბრენდის განვითარება წარმოგვიდგენია ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციებზე Glarros ის ბრენდის ქვეშ ახალი ობიექტების გახსნა და ასევე, არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და უცხო ქვეყნებში სასტუმროების გახსნას.


დედაქალაქში ბევრი სასტუმროა და მათ შორის, ცნობილი საერთაშორისო ბრენდები - რა ნიშა უკავია Glarros OldTown-ს და რით არის გამორჩეული სხვა სასტუმროებისგან?


როცა ვსაუბრობთ გამორჩეულობაზე, უნდა ვახსენოთ თქვენი ყავა და სტეიკი, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ Glarros OldTown-ში შეიძლება. ცალკე ვისაუბროთ Gastromania-ზე - როგორც ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო culinary destination-ზე და ცალკე - რაში მდგომარეობს ყავისა და სტეიკის განსაკუთრებულობა.

ქართული და ევროპული კულინარიული ტრადიციებით შთაგონებული რესტორანი "გასტრომანია", სცილდება ტრადიციული გასტრონომიული გამოცდილების საზღვრებს და სტუმრებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს, სადაც თითოეული კერძი, კულინარიული გუნდის ოსტატობის შესახებ ყვება.

"გასტრომანიაში" მოსულ სტუმრებს, დაუვიწყარ არომატებსა და გამორჩეულ სერვისთან ერთად, კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვეობის სინთეზით შექმნილი ინტერიერი ხვდებათ. რესტორნის ცენტრალურ ადგილს შუშის ატრიუმი იკავებს, რომელიც სივრცეს სინათლით ავსებს და გარემოს მომხიბვლელ ატმოსფეროდ გარდაქმნის.

ჩვენს რესტორანსა და შეფის მენიუში სტეიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მზადდება სპეციალურად 28 დღის განმავლობაში დავარგებული ხორცისგან სპეციალურ ესპანურ ღუმელ Josper - ში, რაც კიდევ დამატებით ფასეულობას სძენს მას. ნახშირისა და კვამლის არომატები, ზედმიწევნით დაცული შეწვის დონე, ხორცის რბილი ტექსტურა, ოთხივე მხრიდან თანაბარ ტემპერატურაში წვა - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რა უპირატესობებსაც Josper - ზე მომზადების პროცესი გვთავაზობს.

Glarros OldTown არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც სტუმრებს სთავაზობს პრემიუმ ხაზის იტალიური Elektra Belle Epoque-ის ყავის აპარატით დამზადებულ უნიკალურ ყავას. ეთიოპიის, ბრაზილიისა და ინდოეთის ყავის პლანტაციებიდან საგულდაგულოდ შეგროვებული Trismoka-ს ყავის მარცვლები, "გასტრომანიაში" იყრის თავს, სადაც ბარისტების ოსტატობით, ქალაქში საუკეთესო ყავა მზადდება.

„გასტრომანიის" მიღმა, Glarros OldTown - ი ვიზიტორებს კონცეპტუალურ ღია კაფეს სთავაზობს. აქ მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ მენიუ, რომელიც სპეციალურად ამ სივრცისთვის შეიქმნა. მრავალფეროვან კოქტეილებთან ერთად, მენიუში წარმოდგენილია გასტრომანიის კონდიტერების მიერ ხელნაკეთი, ჰაეროვანი დესერტები. Glarros OldTown-ის ღია კაფე არის ადგილი, რომელიც თანაბრად მიმზიდველია, როგორც ბიზნეს შეხვედრებისთვის, ისე მეგობრული შეკრებებისთვის.


სასტუმროს აქვს გამორჩეული დიზაინი, რომელიც შთაგონებულია ძველი თბილისის არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით - ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები - გვითხარით, ვინ იმუშავა დიზაინზე და რა შთაბეჭდილებას ახდენს გარემო სასტუმროს სტუმრებზე?


გაგვაცანით მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს Glarros OldTown-ს და რა უპირატესობა აქვს მათთან თანამშრომლობას?

ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group 2016 წლიდან სასტუმრო ბიზნესს უწევს პროფესიონალურ საკონსულტაციო და მენეჯმენტ მომსახურებას პროექტის მართვის, სასტუმროს გახსნისა და მის შემდგომში მენეჯმენტის სრული სპექტრით.
ჩვენი მიზანია, კომპანიებს კონკრეტულად მათზე, მორგებული საკონსულტაციო და მართვის სერვისი შევთავაზოთ, რომელიც გამორიცხავს პროექტის ეტაპიდან გახსნამდე ოპერაციულ ხარვეზებს და მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ბრენდის შემოყვანას, ამასთან, უზრუნველყოფს ობიექტის გახსნისთვის სრულ მომზადებას და შემდგომ მის ეფექტურ მართვას.
კომპანიის გუნდი სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს სხვადასხვა მიმართულებით აერთიანებს, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ როგორც საერთაშორისო 5-ვარსკვლავიან ბრენდებში, ასევე მაღალი დონის ადგილობრივ სასტუმროებსა და რესტორნებში.
კომპანიის პორტფელი აერთიანებს ქვეყნის 10 ლოკაციას 17 მაღალი კლასის პროექტით, 2372 ოთახით და საშუალოდ 800 დასაქმებულით.
HSC Group - მა 2020 წელს პარტნიორობის მემორანდუმი შვეიცარიულ მენეჯმენტკომპანია - DEVPORT GmbH - თან გააფორმა, რის შემდეგაც ინვესტორებს საერთაშორისო დონის სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს.


გვითხარით, როგორი საახალწლო განწყობაა სასტუმროში და რა დახვდება თქვენს სტუმრებს სადღესასწაულო პერიოდში?

Glarros OldTown - ში საახალწლო განწყობა 14 დეკემბრიდან აქტიურად იგრძნობა. ბრენდის ფერებში მორთულია ნაძვისხეები და პერიმეტრი. 23 დეკემბერს გაიხსნა საახალწლო საშობაო მარკეტი, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი შეფისა და მისი გუნდის მიერ მომზადებული საახალწლო ორცხობილები, გლინტვეინი, ჯიჯნერის სახლები და სხვადასხვა დეკორაციები. 31 დეკემბერს ჩვენი სტუმრებისთვის დაგეგმილია გალა ვახშამი, სადაც წარმოდგენილი იქნება ბენდი და DJ. 1 და 2 იანვარს კი სტუმრებს გახანგრძლივებული საახალწლო ბრანჩი დახვდებათ.

 

წყარო: https://www.facebook.com/GLOSSYgeorgia/posts/pfbid02NnCP1tUf57PLwBvMFcvUNhXdEgRsp5pg2hmMjHKD5rf9aT9fmeZusYPVdDrAaW9Dl