HSC Group სასტუმრო ბანგურიანს გაყიდვების მენეჯმენტის მომსახურებას გაუწევს. ობიექტი სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარეობს. სასტუმრო აერთიანებს 36 სტანდარტულ და საოჯახო ტიპის ოთახს ულამაზესი ხედებით, რესტორანს, ბარს და გარე სარეკრეაციო სივრცეს. სასტუმრო კოტეჯური ტიპისაა, რაც სტუმრისთვის საკუთარი სახლის განწყობს ტოვებს. ბანგურიანის ყველა ნომრიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები როგორც მთა ბანგურიანზე, აგრეთვე უშბასა და თეთნულდზე. გარემო წელიწადის ოთხივე სეზონზე განსხვავებული და მრავალფეროვანია.