სიახლეები
მთავარი სიახლეები
HSC Group საკონსულტაციო მომსახურებას Lagoon Resort Batumi - ს გაუწევს
 25.01.2024

HSC Group საკონსულტაციო მომსახურებას Lagoon Resort Batumi -  ს გაუწევს. Lagoon Resort შედგება სამი ბლოკისა და რეზორტის ტიპის სხვადასხვა ინფრასტრუქტურისგან, როგორიცაა სატრენაჟორო დარბაზი, სამუშაო სივრცე, საბავშვო ზონა, შიდა და გარე აუზები, დახურული პარკინგი და ა.შ. უახლოეს ხანში პროექტის ‘A' ბლოკში სასტუმროს საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა იგეგმება, რაც კიდევ უფრო მეტ ფასეულობას შესძენს მთლიანად კომპლექსს და მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს იცხოვრონ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ყველა მისი სერვისით განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ www.lagoon-resort.ge