HSC Group სასტუმრო მაგნიკა რეზორტს გაყიდვების მენეჯმენტის მომსახურებას გაუწევს. სასტუმრო მდეობარეობს შეკვეთილში და აერთიანებს 40 საერთაშორისო სტანდარტებზე მოწყობილ სტანდარტულს და საოჯახო ტიპის ნომერს. ობიექტი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და აქვს 300 მეტრის საკუთარი მაგნიტური სანაპირო, საბავშვო და სტანრტული აუზები, რესტორანი, გარე სარეკრეაციო სივრცე, როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის.