სიახლეები
მთავარი სიახლეები
"საქართველო ცივილიზაციის თასი" - ახალი დოკუმენტური ფილმი საქართველოს უნიკალურ ისტორიაზე
 20.06.2024

სვანეთის კოშკები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არქეოლოგიური მასალები, ტაძრები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქართული ღირსშესანიშნაობებიდან, რომელიც ბრიტანულ არხზე გასულ დოკუმენტურ ფილმში მოხვდა. გადაცემის წამყვანმა და ცნობილმა ისტორიკოსმა ბეთანი ჰიუზმა მაყურებელს საქართველოს შესახებ არაერთი ისტორია გააცნო.

"საქართველო ცივილიზაციის თასი" - დოკუმენტური ფილმი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

საქართველოს ტურისტული ადგილების, სამზარეულოს, ღვინისა და მისი 8 000 წლიანი ისტორიის შესახებ სტატიას National Geographic-ის მკითხველიც შეხვდება.

"გასტრონომიული გზამკვლევი-საქართველოს შესახებ-ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები" - ამ სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ღვინის მომზადების წესები, ტრადიციული სამზარეულო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია აღწერილი.

მარკეტინგულ მხარეს რომ ტურისტულ სეზონზე გადამწყვეტი გავლენა აქვს, ამას სასტუმროების ხელმძღვანელებიც ამბობენ. მათი პროგნოზით, წელს, ზაფხულში ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან.

წყარო: Rustavi2

ვიდეო იხილეთ აქ