სიახლეები
მთავარი სიახლეები
HSC Group შატო იყალთოს გახსნის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს
 21.03.2018

HSC Group შატო იყალთოს გახსნის საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ობიექტი კახეთში, სოფელ იყალთოში მდებარეობს. სასტუმრო 10 ოთახს, რესტორანს, ღვინის მარანს, სადეგუსტაციო და კულინარიული ტურის სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ კახური ღვინის წარმოშობის ისტორიას და დაათვალიერონ ვენახები, დაწურონ ყურძენი და ისიამოვნონ კახური ღვინის ტურით.