HSC Group სასტუმრო გოლდ თბილისს გაყიდვების მომსახურებას გაუწევს. სასტუმროში წარმოდგენილია 32 ოთახი, რესტორანი და საკონფერენციო სივრცე. ობიექტი ძირითადად გათვლილია არაბულ, ირანულ და აზიურ საბაზრო სეგმენტებზე. HSC Group უხელმძღვანელებს სასტუმროს გაყიდვებს და გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას ობიექტს ამჟამინდელი კრიზისის დაძლევისთვის.