HSC Group სასტუმრო The Family-ს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. სასტუმრო საოჯახო ტიპისაა და სტუმრების მომსახურებაში უშუალოდ ოჯახია ჩართული, რაც უცხოელ მოგზაურებში საინტერესო ემოციებს იწვევს. მასპინძლები მუდმივად მზად არიან იკონტაქტონ სტუმრებთან, აუხსნან ყველაფერი ქართული ტრადიციების შესახებ და სასტუმროს ეზოში მოუწყონ ღვინისა და კულინარიული ტურები.