ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს ქვეყანაში ტურისტების მზარდ ნაკადს ელოდება. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმროს, ibis Tbilisi Airport-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, ბევრ ტურისტს ელიან როგორც თბილისში, ისე სრულიად საქართველოში.
პარალელურად კი ბიზნესი საგადასახადო შეღავათების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ რეგიონში სეზონზე მომუშავე სასტუმროები ქონების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ.
ჰოტელიერის თქმით, იმისთვის, რეგიონებში სასტუმრო ბიზნესი განვითარდეს, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, რაც ასევე დიდი გამოწვევაა.
რა ინფრასტრუქტურით ხვდება ბიზნესი მოახლოებულ ზაფხულის სეზონს და რა მოლოდინები აქვთ მათ?
სტუმრები: ერეკლე კოკაია - "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი დოლიძე - HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი;
თამარ დავითულიანი - "გარემო" დამფუძნებელი;
წყარო: BM.GE
https://youtu.be/8xLiAoy8Vgc?si=vb6mb2R-0ryoNN46