სიახლეები
მთავარი სიახლეები
"აპრილში დატვირთულობა 92% იყო" - გიორგი დოლიძე
 28.05.2025

თბილისში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის თქმით, აპრილში სასტუმროს დატვირთულობამ რეკორდულ 92%-იან ნიშნულს მიაღწია. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, მონაცემები გასული წლის ნიშნულს საშუალოდ 5-7%-ით აღემატებოდა.

"2025 წელი დავიწყეთ საშუალოდ 50%-იანი დატვირთულობით, რაც წინა წელთან შედარებით 5-7%-ით მაღალი იყო. რაც შეეხება აპრილს, რადიკალური ზრდა გვქონდა და დატვირთულობამ შეადგინა 92%, რაც 6-7%-ით მაღალია.

რაც შეეხება მაისს, აქ ალბათ 85-86%-იანი დატვირთვა გვექნება, ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს შევინარჩუნოთ. არსებული ჯავშნები ამის მოლოდინს გვიქმნის, თუ ცხადია არ გაუქმდება. სხვა სასტუმროებს რაც შეეხებათ, ჩემი ინფორმაციით, 80-დან 90%-მდე მერყეობს მაჩვენებლები.

თბილისში, დატვირთულობაში დიდ როლს თამაშობს ისრაელი, გალფის ქვეყნები, ჩინეთი, ასევე ინდოეთი. ვინც ჩვენთან ჩამოდის 3,4 და 5*-იანი სატუმროებში ნაწილდებიან. თუ ჯგუფურად მოდიან, შესაძლოა, მოთხოვნა იყოს 60$-იანზეც. თუ BOOKING-დან ჯავშნის, მაშინ მაღალ სეგმენტზეა", - განაცხადა HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ.

მისივე თქმით, კონკურენცია იზრდება ყოველ წელს, როგორც საშუალო, ისე მაღალ სეგმენტში. "ვხედავთ, რომ ბევრი საშუალო ბრენდული სასტუმრო იხსნება, ამას ემატება აპარტამენტების ბაზარი." - დასძინა მან.

წყარო: BM.GE