ბათუმის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. Blue Sky Apart-Hotel-ი, ეს არის ახალი სტანდარტი კომფორტული დასვენებისა და ცხოვრებისათვის ბათუმში. BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის ‘A' ბლოკში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტით.
Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი - აცხადებს HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე - ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:
- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View
აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.
ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.
საგულისხმოა, რომ დღეისათვის SOLO-ს მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს Blue Sky Apart-hotel-ში ნებისმიერი ტიპის აპარტამენტეზე. სასტუმროს ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა, ონლაინ პლატფორმით დაჯავშნის შემთხვევაში ფასდაკლება არ მოქმედებს.
ასევე აქტიურია 2+1 აქცია Blue Sky Apart-hotel-ში - დაჯავშნეთ ორი ღამით ნებისმიერი ტიპის აპარტამენტი და მიიღეთ მესამე ღამის ჯავშანი უფასოდ.
Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.
2026 წლისთვის აღნიშნულ ბლოკში საერთაშორისო ბრენდის - Holiday Inn Resort - ის გახსნაა დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება კომპლექსის ‘B' ბლოკს, იქ განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა. კომპლექსში განთავსებული იქნება კაზინო და სხვადასხვა კომერციული ზონები.
HSC Group Hospitality პროექტს საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.
წყარო: Businessinsider.ge