HSC Group სასტუმრო Eleven Inn - ის პროექტს უხელმძღვანელებს. კომპანია იმუშავებს საკონსულტაციო მიმართულებით სასტუმროს პროექტის დაგეგმვის, პროექტის მენეჯმენტის, გახსნისთვის მომზადებისა და მისი შემდგომი მართვის კუთხით. ობიექტის გახსნა 2020 წლის მაისში იგეგმება და ის თბილისის ისტორიულ უბანში, გრიშაშვილის ქუჩაზე გაიხსნება.