„ვფიქრობ, ბრენდებისთვის საქართველო საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ, რამდენი საერთაშორისო ბრენდი შემოდის", - ამის შესახებ მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმზე თბილისი 2026-ზე განაცხადა.
მისი თქმით, 2028 წლამდე 300-მდე ახალი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი და აქედან 20-მდე ობიექტი ბრენდულია.
"ვიმედოვნებ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას ყოველწლიური სახე ექნება. დღეს წარმოდგენილები არიან ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა "ინტერკონტინეტალი", „აკორი" და სხვა. ინვესტორებს საშუალება აქვთ გაესაუბრონ მათ და გაცვალონ აზრები აღნიშნულ ბრენდებთან თუ სად, რომელ ობიექტში, რომელი ბრენდის განვითარებაა შესაძლებელი.
ასევე არიან ამ ბრენდების ავტორიზებული წარმომადგენლები, მწარმოებლები რომლებიც, საოპერაციო ინვენტარს აწარმოებენ საერთაშორისო მასშტაბით და როდესაც ინვესტორი ამათუ იმ ბრენდს შემოიყვანს უნდა შეიძინოს მათი ავტორიზებული პროდუქცია და მათი უმეტესობაც აქ არის საოპერაციო ინვენტარის კუთხით წარმოდგენილი. ეს გაამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესებს სასტუმროების გახსნის, ინვესტიციების მიმართულებით. აქ არიან წარმოდგენილები ასევე მენეჯმენტ კომპანიები, ჩვენი სახით, რომლებიც შუამავალ როლს იკავებენ ბრენდებსა და ინვესტორებს შორის.
ვფიქრობ, ბრენდებისთვის საქართველო ნამდვილად საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ რამდენი საერთაშორისო ბრენდი შემოდის.
2028 წლამდე დაგეგმილია 300-მდე ახალი ობიექტის გახსნა, აქედან 15-20 ობიექტი ბრენდულია რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლიდან-წლამდე მზარდია ტურისტული ვიზიტების რიცხვი, მზარდია ბრენდული სასტუმროების გახსნის რიცხვი, დასაქმებულთა რაოდენობის რიცხვი, შემოსავლის რიცხვი და ფასების ზრდაც გვაქვს საშუალოდ 10%", - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
წყარო: BM.GE
