სიახლეები
მთავარი სიახლეები
HSC Group სასტუმრო ამპელო რეზორტის გაყიდვებს უხელმძღვანელებს
 10.08.2020

HSC Group სასტუმრო ამპელო რეზორტის გაყიდვებს უხელმძღვანელებს. ობიექტი კახეთში, სოფელ კარდენახში, შემაღლებულ გორაზე მდებარეობს, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს ალაზნის ველი და კავკასიონის მთები. სასტუმროში 20 სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ოთახია განთავასებული და ჯამში, ერთდროულად 50 მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროს ტერიტორია 1 ჰა-ს მოიცავს და ღვინის წარმოებას, მარანს, ტერასას, ქართულ რესტორანს, აუზს და სარეკრეაციო სივრცეებს აერთიანებს. ამპელოში სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულად გაეცნონ კახურ ტრადიციებს, დააგემოვნონ ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინო. ამასთანავე, ჩაერთონ პურის ცხობის, მწვადის შეწვის, ჩურჩხლის ამოვლებისა და სხვადასხვა მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომლებიც ტურისტებს დაეხმარება ტრადიციების უკეთ აღქმაში. სასტუმრო პირველ სტუმრებს 2020 წლის 20 აგვისტოდან მიიღებს.