Lagoon Resort განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
პროექტის მასშტაბური გაფართოების ახალი ფაზა უკვე ახლოვდება - განვითარების მეორე ეტაპი მოიცავს რეზორტის ტერიტორიაზე ახალი სივრცეების დამატებას, გაუმჯობესებულ საცხოვრებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას, ასევე კიდევ უფრო მრავალფეროვან ცხოვრების და leisure გამოცდილებას.
Lagoon Resort-ის ტერიტორია 20,000 მ²-ს გადააჭარბებს და გააერთიანებს საცხოვრებელ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს, wellness ინფრასტრუქტურას და 40-ზე მეტ კომპონენტს, რომელიც შექმნილია როგორც რეზიდენტებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
წყალი გახდება რეზორტის გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. ახალი კონცეფცია მოიცავს ხუთ განსხვავებულ წყლის სივრცეს - ქვიშიანი სანაპიროსა და თბილი მარილიანი წყლის ლაგუნიდან დაწყებული, ოთხივე სეზონზე კომფორტისა და რელაქსაციისთვის შექმნილი დახურული აუზით დასრულებული.
განვითარების შემდეგი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება Wellbeing & Recovery Centre, რომლის ფართობიც 2,000 მ²-ზე მეტია - სივრცე, რომელიც სრულად იქნება მიძღვნილი wellness-ის, აღდგენის, რელაქსაციისა და self-care გამოცდილებისთვის მთელი წლის განმავლობაში.
Lagoon Resort ყალიბდება კიდევ უფრო დინამიურ მიმართულებად - მეტი ტერიტორია, მეტი გამოცდილება და მეტი სერვისი, ინტეგრირებული უშუალოდ რეზორტის გარემოში.
ძალიან მალე Lagoon Resort-ის ახალი ეტაპის დეტალებს გაგიზიარებთ.
