სიახლეები
მთავარი სიახლეები
HSC Group სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგის პროექტს უხელმძღვანელებს
 06.05.2019

HSC Group სასტუმრო ინტურისტ ყაზბეგის გახსნის პროექტს უხელმძღვანელებს. სასტუმრო სტეფანწმინდაში, 1 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული. მასში 43 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი იქნება ყაზბეგის, ყუროს, დარიალასა და გუდაურის მიმართულების ხედებით. სასტუმროში იქნება ლაუნჯი, რესტორანი და ტერასა, სადაც როგორც სასტუმროს, ისე სხვა სტუმრებს შეეძლებათ მიირთვან ადგილობრივი და ევროპული კერძები, ისიამოვნონ ხედებით და განიტვირთონ. სასტუმროს ეზოში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები დიდებისა და ბავშვებისთვის. HSC Group უზრუნველყობს სასტუმროს გახსნისთვის მომზადებას, სტანდარტების დანერგვას და საკონსულტაციო მომსახურების სრულ სპექტრს. სასტუმრო გათვლილი იქნება როგორც ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ასევე ჯგუფურ ტურებზე. სასტუმროს გახსნა 2019 წელს იგეგმება.