სიახლეები
მთავარი სიახლეები
ინტურისტ ყაზბეგი უახლოეს პერიოდში გაიხსნება - გიორგი დოლიძე
 18.08.2020

სასტუმრო "ინტურისტ ყაზბეგი" უახლოეს დღეებში პირველ სტუმრებს მიიღებს. HSC Group 2019 წლის აპრილიდან თანამშრომლობს ობიექტთან საკონსულტაციო მომსახურების და სასტუმროს გახსნისთვის მომზადების მიმართულებით. კომპანია უზრუნველყოფს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენჯმენტს. 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო სტეფანწმინდაში, 1 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული. მასში 43 სხვადასხვა კატეგორიის ოთახია ყაზბეგის, ყუროს, დარიალასა და გუდაურის მიმართულების ხედებით. სასტუმროში არის ლაუნჯი, რესტორანი და ტერასა, სადაც როგორც სასტუმროს, ისე სხვა სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მიირთვან ადგილობრივი და ევროპული კერძები, ისიამოვნონ ხედებით და განიტვირთონ. სასტუმროს ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცეები დიდებისა და ბავშვებისთვის.