2020 წლის რთველის სეზონი გახსნილად გამოვაცხადეთ. რთველი ერთ ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქართული ტრადიციაა, რომელსაც დღესასწაულის სახე აქვს მიღებული და ჩვენი კულტურის იდენტობაა. რთველი სწორედ კახეთიდან იწყება, რომელიც ღვინის მხარედ მოიხსენიება, კარდანახიც მზად არის აქტივობის დაწყებისთვის, სადღესასწაულო სულითა და განწყობით. რთველისათვის მზიან ამინდს არჩევენ, რაც უფრო მწიფეა მტევანი, მით უფრო კარგი ღვინო იწარმოება მისგან. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ კარგ ღვინოში ბევრი მზე არისო, პირველი მზის სხივები კი სწორედ “კარდანახი 1888”-ს ვენახებს ეფინება.

