2020 წლის რთველი დასასრულს მიუახლოვდა. ამპელოს მეღვინეობა "კარდანახი 1888" სტუმრებს აძლევს საშუალებას გახდნენ შემოდგომის ყველაზე პოზიტიური აქტივობის მონაწილე. 3 ოქტომბერს კარდანახში, სასტუმრო ამპელოში, რთველის სეზონი რჩება. სწორედ ამიტომ, დაიგეგმა განსაკუთრებული ღონისძიება, სადაც სტუმრებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა იმ თითოეულ აქტივობაში, რომელიც სრულად მოიცავს კახურ ტრადიციებს.
რთველისა და ღვინის ტურის პაკეტში შედის:
1. რთველში მონაწილეობის მიღება და ყურძნის დაწურვა
2. ღვინის დეგუსტაცია
3. ჭაჭის გამოხდა, დეგუსტაცია
4. ჩურჩხელის ამოვლება
5. კახური შოთის გამოცხობა
6. მწვადის შეწვა
7. ხინკლის მოხვევა
