სიახლეები
მთავარი სიახლეები
ამპელოში მურმან ჯინორიას საღამო 17 ოქტომბერს გაიმართება
 30.09.2020

მხატვრული კითხვის ოსტატი, არტისტი, მურმან ჯინორია სასტუმრო "ამპელო"-ს ერთმოქმედებიანი მონოსპექტაკლით "ქარი მწყურია მე პირდაპირი" პირველად ესტუმრება. სალონურ საღამოზე გაჟღერდება ტერენტი გრანელის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, მურმან ლებანიძის,მუხრან მაჭავარიანის, გურამ რჩეულიშვილის, მიხეილ ქვრივიძის ლექსები, ვისაც პოეზია გიყვართ და გენატრებათ, სასტუმრო ამპელო გეპატიჟებათ სალონურ საღამოზე, 17 ოქტომბერს 17:00-ზე. საღამოს შემდეგ თქვენ გელოდებათ ღვინის დეგუსტაცია ამპელოს მეღვინეობა - "კარდანახი 1888"-სგან და ფურშეტი შეფ ირაკლისგან.