3 ოქტომბერს ამპელოში სეზონის ბოლო რთველი ჩატარდა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ამპელოს ვენახებში ყურძნის კრეფასა და მის დაწურვაში. აგრეთვე, სასტუმროს ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ჩატარდა ტრადიციული კერძების მასტერკლასები, როგორიცაა მწვადის შეწვა, ხინკლის მოხვევა, კახური შოთის ცხობა და ჩურჩხლის ამოვლება. ამ ყველა პოზიტივთან ერთად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ამპელოს მეღვინეობა ,,კარდანახი 1888"-ს ყველა სახეობის ღვინო და მიეღოთ მონაწილეობა კახური ჭაჭის გამოხდაში.