სიახლეები
მთავარი სიახლეები
10 ოქტომბერს ამპელოში დიდი ზაოტობა გაიმართება
 05.10.2020

10 ოქტომბერს ამპელო რეზორტში დიდი ზაოტობა იგეგმება. ზაოტობა - ჭაჭის, როგორც ძველი ქართული ალკოჰოლური სასმლის გამოხდა, გარდა იმისა, რომ დიდ შრომასა და საქმის ცოდნას მოითხოვს, ის პროცესია, რაც ბევრ ადამიანს უყვარს, ეხალისება და სიამოვნებას ანიჭებს, რადგან, ამ ყველაფერს თან ახლავს ჯერ ისევ ცხელი და "დაუმდგარი" ჭაჭის დაგემოვნება მწნილთან, შოთებთან, გუდის ყველთან და სხვა საამო გლეხურ სასუსნავებთან ერთად.

პაკეტში შედის:

1. ჭაჭის და არყის გამოხდა, დაგემოვნება
2. კახური შოთის გამოცხობა
3. მაყალზე მწვადის შეწვა
4. ხინკლის მოხვევა
5. ჩურჩხლის ამოვლება
6. ,,კარდანახი 1888"-ს ღვინოების დაგემოვნება

ღირებულება ერთ პერსონაზე 60 ლარს შეადგენს!

დამატებითი ინფორმაციისა და რეზერვაციებისთვის, ეწვიეთ ბმულს: 

https://www.facebook.com/events/754250758764837/