სიახლეები
მთავარი სიახლეები
,,სხვა შუადღე" სტუმრად ამპელოში
 18.10.2020

სხვა შუადღე სტუმრად სასტუმრო ამპელოში. სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი - გვანცა გოგუა და გენერალური მენეჯერი - ხატია ნუცუბიძე მოგვითხრობენ ამპელოს შესახებ. 

ობიექტი კახეთში, სოფელ კარდენახში, შემაღლებულ გორაზე მდებარეობს, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს ალაზნის ველი და კავკასიონის მთები. სასტუმროში 20 სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ოთახია განთავასებული და ჯამში, ერთდროულად 50 მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმროს ტერიტორია 1 ჰა-ს მოიცავს და ღვინის წარმოებას, მარანს, ტერასას, ქართულ რესტორანს, ღია აუზს და სარეკრეაციო სივრცეებს აერთიანებს. ამპელოში სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულად გაეცნონ კახურ ტრადიციებს, დააგემოვნონ ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინო. ამასთანავე, ჩაერთონ პურის ცხობის, მწვადის შეწვის, ხინკლის მოხვევის, ჩურჩხლის ამოვლების, არყის გამოხდის, ყურძნის დაწურვის და სხვადასხვა მსგავსი ტიპის აქტივობებში, რომლებიც ტურისტებს დაეხმარება ტრადიციების უკეთ აღქმაში. 

ამპელოს მარანში იქმნება ღვინო, რომელსაც აწარმოებს მეღვინეობა "კარდანახი 1888". აქ ყველაფერი კი იწყება ტრადიციით, ნიადაგით, ვაზითა და მეღვინის ხელით, ისტორიულ და გამორჩეულ წარაფისა და ახოების ვენახებში, რომლებიც მდებარეობს კახეთში, სოფ. კარდანახში. ,,კარდანახი 1888" აგრძელებს თავისი მამულის საუკუნეების ისტორიას, რომელიც 1888 წელს დაიწყო. და სტუმრებს აცნობს პრემიალური კლასის ტრადიციული, კლასიკური ღვინოების შთამბეჭდავ არომატებსა და გემოებს, რომლებიც დიდხანს გაყვებათ მოსაგონებლად.
რთველი სულ რამდენიმე დღეა დასრულდა და ამპელოს მარანში გაივსო ქვეევრები, რომლებსაც უტარდება შესაბამისი პროცედურები და სულ მალე დადგება საუკეთესო ხარისხის კარდანახული ხასიათის კახური ღვინო. მარანში ყველა დანადგარი არის იტალიური წარმოების, რომლებიც ზედმიწევნით უზრუნველყოფენ ღვინისთვის საუკეთესო პირობებს მისი დაწურვიდან ბოლო ეტაპამდე.
სასტუმრო იდეალურია საოჯახო თუ ინდივიდუალური დასვენებისთვის. მის ტერიტორიაზე მოწყობილ ყველა კუთხეს და ლოკაციას აქვს საკუთარი ხასიათი, ინდივიდუალიზმი და დანიშნულება.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო გაიხსნა პანდემიის პირობებში და ეს ძალიან დიდი რისკი იყო გუნდისთვის. თუმცა, სწორმა ხედვამ, ბაზრის სათანადო კვლევამ და შესაბამისმა სტრატეგიებმა უზრუნველყო ამპელოს პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე და 15 აგვისტოდან დღემდე ყველა ვიქენდი არის 100% დატვირთული, ხოლო სამუშაო დღეები კი 50%-60% - ით.
აღსანიშნავია, ამპელოს სარესტორნე მიმართულება, რომელიც ასევე წარმატებით მუშაობს. შეფ-მზარეულის მიერ შეთავაზებული ეთნო მენიუ სტუმრებს ძალიან მოსწონთ და ამის ინდიკატორი კი განმეორებადი სტუმრების რაოდენობაა.
წლის ბოლოსთვის ტერიტორიას დაემატება ცალკე გამოყოფილი საკონფერენციო სივრცე, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს. ამპელო ბაზარს სთავაზობს ყველა იმ ტიპის მომსახურებას, რაც შეიძლება მოთხოვნადი იყოს და ნებისმიერ დროს მზადაა ინოვაციური პროექტებისთვის, რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ლოკაცია. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ამპელო არის კარდანახში პირველი სასტუმრო და ბრენდინგის სტრატეგია მოიცავს უშუალოდ კარდანახის, როგორც ლოკაციის ბრენდინგსაც და პოპულარიზაციას.

სიუჟეტი სრულად იხილეთ შემდეგ ლინკზე: 

წყარო: https://www.facebook.com/watch/?v=343067710307030