"Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება" - ზე ნომინაციაში ,,საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო" გამარჯვებული გახდა "ბანგურიანი მესტიაში • Banguriani in Mestia" - ში.
სასტუმროს გუნდისა და HSC Group - ის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის ფარგლებში მხარი დაგვიჭირა და საკუთარი არჩევანი ბანგურიანზე შეაჩერა.
აღნიშნული ტიტული ჩვენთვის დიდი გამოწვევა, პასუხისმგებლობა და სტიმულია. უღრმესი მადლობა "Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება" - ის მთელ გუნდს, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, მაინც მონახეს გზა და შეძლეს დაჯილდოების ცერემონიის ონლაინ რეჟიმში ჩატარება. დიდი მადლობა, რომ 2020 წლის უამრავი უარყოფითი ემოციის შემდეგ, მოახერხეთ ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წახალისება
წყარო: https://fb.watch/3uyVJtdABz/