HSC Group "მეტრა პრაიმს" სასტუმროს საკონსულტაციო და ობიექტის გახსნისთვის მომზადების საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. თბილისის ცენტრში ახალი, მაღალი კლასის კონცეპტუალური ბუტიკური ტიპის სასტუმრო გაიხსნა 2022 წლის ბოლოს იგეგმება. ობიექტი ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულად მიმზიდველ უბანში - ჩახრუხაძის ქუჩაზე იქნება განთავსებული და 34 მაღალი კლასის ნომერს, რესტორანს, კაფეს და ღია სივრცეებს გააერთანებს. სასტუმრო გათვლილი იქნება მაღალი სეგმენტისა და მხარჯველუნარიან ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებზე, რომლებიც ნაცვლად კლასიკური ტიპის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა, ეძებენ ადგილობრივ, კონცეპტუალურ ბრენდებს განსხვავებული დიზაინით, ისტორიითა და ღირებულებით. მისი დიზაინის კონცეფცია სხვადასხვა მწერლებისა და წიგნების ირგვლივ იტრიალებს. სასტუმრო მორგებული იქნება ყველა აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტზე. სასტუმროს მფლობელი კომპანია ,,მეტრა პრაიმი" ააშენებს.