პროექტები
მთავარი პროექტები
Villa Godoly Kakheti

Villa Godoly - რეზორტული ტიპის მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი წარმოდგენილი 56 სხვადასხვა კატეგორიის ოთახით, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზებით, ღია აუზით, ღვინის მუზეუმით, სარეკრეაციო ზონებით და შესანიშნავი ხედებით კავკასიონსა და ალაზნის ველზე. სასტუმრო განთავსებულია თელავის რაიონში, სოფ. რუისპირის ყველაზე მაღალ წერტილზე, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედზე. კომპლექსი გამოირჩევა მისი ექსკლუზიური, ავთენტური დიზაინითა და კონცეფციით, რომელიც უკავშირდება როგორც თანამედროვე, ასევე ძველ კახურ არქიტექტურასა და ინსპირაციებს. ობიქეტი, მისი მაღალი კლასიდან გამომდინარე, გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტებზე, ასევე ტურისტულ ჯგუფებსა და კორპორატიულ წვეულებზბე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. სასტუმრო მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც იძლევა საშუალებას უმასპინძლოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის ღონისძიებს. ამასთანავე, რეზორტული ტიპის კომპლექსი და მისი ლოკაცია, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 1 სთ ის მანძილზე, საშუალებას მისცემს ადგილობრივ დამსვენებლებს გაატარონ ვიქენდი მაღალი კლასის მომსახურებით განსხვავებულ გარემოში. სასტუმრო იდეალურია საქორწინო ცერემონიებისთვის, სადაც წყვილები ექსკლუზიურ გარემოში მიიღებენ უმაღლესი კლასის მომსახურებას, რაც მათთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს გახდის დასამახსოვრებელს და გამორჩეულს. სასტუმროში წარმოდგენილი რესტორანი სტუმრებს შესთავაზებს კახური ტრადიციების მიხედვით გაცოცხლებული ძველი კახური კერძების სინთეზს თანამედროვეობასთან. სასტუმროს ტერიტორია განთავსდება მაღალაკი კლასის ვილები თავისი ვენახებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მომხმარებელს მისცემს სრულ საშალებას განახორციელონ ინვესტიცია ლოკაციაზე, სადაც ყველაფერია მათი კომფოტისა და დასვენებისთვის.