სასტუმრო კომპლექსი "ატმისი" ვაჩნაძიანში წარმოადგენს 42 ნომრიან სასტუმრო რეზორტს, სადაც წარმოდგენილი იქნება ავთენტური რესტორანი, აუზი, მარანი, პადელის კორტები, საკონფერენციო და კახური კუთხეები. ასევე, დაგეგმილია ღონისძიებების სივრცისა და დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაც. პროექტის საკონსულტაციო და მართვის მომსახურებას HSC Group Hospitality ახორციელებს. ობიექტის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.