პროექტები
მთავარი პროექტები
Quadrum Gudauri

Quadrum Gudauri Ski & Yoga resort 4* მიეკუთნება მცირე კეთილ მოწყობილ დიზაინ-სასტუმროს. სასტუმრო აშენდა ორ ეტაპად ცნობილი ქართველი არქიტექტორის სანდრო რამიშვილის ეკომეგობრული პროექტით. სასტუმრო მორგებულია მთის ლანდშაფტს ხოლო მშენებლობის დროს გამოყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი წარმოების მასალები. QUADRUM ეს არის პირველი დიზაინ სასტუმრო გუდაურში, ყაზბეგის რაიონში. შენობის ფასადს ამშვენებს იტალიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ვაჟა მიქაბერიძის (PRASTO)' ქანდაკება. სასტუმროში 22 ოთახია, პანორამული ხედით მთებზე, ნომრების უმეტესობას აქვს საკუთარი ტერასები. აგრეთვე QUADRUM-ში A კორპუსში განთავსებულია ორსართულიანი ლუქსი, ორი სველი წერტილთა და პანორამული ჯაკუზით. ყველა ოთახში არის საშხაპე, ხოლო მაღალი კატეგორიის ოთახების აბაზანებში თბილი იატაკებია. სატელიტური TV, პლაზმური ტელევიზორები, ფარდები black-out. კვადრუმის საავტორო სამზარეულოს რესტორანი გათვლილია 60-70 ადამიანზე. სამუშაო საათები: 08:00-00:00-მდე. შეფ-მზარეული ნუცა სურგულაძე და მისი გუნდი ამზადებენ კერძებს ადგილობრივი წარმოების პროდუქტებისგან. ლობი ბარი მუშაობს 08:00-00:00-მდე, სადაც წარმოდგენილია ალკოჰოლური სასმელების, კოქტეილების და მაგიდის თამაშების დიდი არჩევანი. სპა-ზონა, საცურაო აუზი, საუნა განთავსებულია კორპუს B-ში, სამუშაო საათები; 08:00-22:00-მდე უფასოა Quadrum-ის სტუმრებისთვის. მასაჟი წინასწარი ჩაწერით. დაბრბაზი იოგასთვის, ფუნქციური ვარჯიშებისთვის - TRX, ფილატესი. Online გაკვეთილები. ჯგუფური იოგა ტურები. ახალი საბაგირო სასტუმროდან 10 წუთის ფეხის სავალზეა. სასტუმროს სტუმრებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები საბაგირო ბილეთებზე, სათხილამურო აღჭურვილობის დასაქირავლებად და სამთო სათხილამურო სკოლაში. Quadrum-ს გააჩნია საკონფენფერენციო დარბაზი 56 კვ.მ. სივრცე coffe-break-ისთვის. მიღების და განთავსების სამსახური მუშაობის 24 საათი.