პროექტები
მთავარი პროექტები
Glarros OldTown

HSC Group სასტუმრო Glarros OldTown - ის გახსნისთვის მომზადებას და მის შემდგომ ოპერირებას განახორციელებს.

სასტუმროს ბრენდი 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ პირველი ობიექტი Glarros OldTown თბილისში ახლო პერიოდში გაიხსნება. სასტუმრო დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში მდებარეობს, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Extra Large King ზომის საწოლები,

მარტივი Check in & out. ეს იმ არასრული ფასეულობების ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ. 

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკით მოპირკეთებული ინტერიერი, ხის პარკეტი და სხვა დიზაინრული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ. 

Gastromania - ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს ტიპის კონცეფციასაც შესთავაზებს.