პროექტები
მთავარი პროექტები
Ibis Airport Hotel

72 ნომრიანი სასტუმრო Ibis-ის ბრენდის ქვეშ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს გაიხსნება. Ibis-ი განთავსდება ახლადგანაშენიანებულ ტერიტორიაზე, დედაქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთით ფეხით სავალ მანძილზე, რკინიგზისა და ავტობუსის გაჩერებების მახლობლად. სასტუმროს ძალზედ მოხერხებული ლოკაცია სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომლის განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.